
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს ნათლად ადასტურებს, თუ რის გამკეთებელი იქნებოდა თავად „ნაციონალური მოძრაობა“, დღეს რომ ხელისუფლებაში იყოს.
„ისინი საკუთარი გარყვნილი ქმედებიდან გამომდინარე აკეთებენ მსგავს პანიკურ, აბსურდულ განცხადებებს. როგორ შეიძლება, ხელისუფლება, მმართველი ძალა, ასეთ საშინელ პროვოკაციას გეგმავდეს ან ფიქრობდეს?! ამით კიდევ ერთხელ ადასტურებენ, თუ რაზე არიან წამსვლელები, რას გააკეთებდნენ, ჩვენს ადგილას რომ ყოფილიყვნენ. ეს არაერთხელ გაუკეთებიათ, პირპაპირ ხოცავდნენ პატიმრებს ციხეებში, აუპატიურებდნენ, აწამებდენენ, მორგში ჩაჰყავდათ ცოცხალი პატიმრები და მკვდრებთანნ აბამდნენ. ასეთი ხელწერია მქონე გვარამია, რომელიც პროკურორია და არავითარი საერთო არ აქვს არც მედიამენეჯერობასთან... ესაა სააკაშვილის ხელწერა, მორიგი, ბინძური პროვოკაცია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„მთავარი არხის“ ხელმძღვანელმა დღეს მედიასთან თქვა, რომ ხელისუფლება ციხეში იმიტირებულ ბუნტს გეგმავს, რომელიც სააკაშვილის ლიკვიდაციით უნდა დასრულდეს.
0
0