ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე თელავის მერობის კანდიდატს ლევან ანდრიაშვილს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ.
24/10/2021
19:14
პოლიტიკა
A-
+A
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თელავში, მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს ლევან ანდრიაშვილს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები, უმრავლესობის წევრები ირაკლი ქადაგიშვილი, დავით სონღულაშვილი, დავით მათიკაშვილი, გელა სამხარაული, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში ირაკლი შიოშვილი, „ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი პლატონ კალმახელიძე.
თელავის გარდა დღეს შეხვედრა გაიმართა თიანეთში. დაგეგმილია შეხვედრები შიდა ქართლის რეგიონში. პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იმ მუნიციპალიტეტებს ეწვევიან, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
0
0
407
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%