
მთავრობის მეთაური წერს, რომ საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები არაერთ ბრძოლაში გამოცდილი სტრატეგიული პარტნიორობით აგრძელებენ ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ძალისხმევის განხორციელებას.
„მოხარული ვარ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს შევხვდი მისი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. არაერთ ბრძოლაში გამოცდილი სტრატეგიული პარტნიორობით ვაგრძელებთ ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ძალისხმევის განხორციელებას. განვიხილეთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობა, საქართველოს ევროპული და ჩრდილო-ატლანტიკური მისწრაფებები და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები”,- წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მაისიდან
25/05/2026