
გასაგებია, რომ უკლებლივ ყველა დასავლური ინსტიტუციის პოზიცია არის ძალიან მკაფიო და ერთსულოვანი, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის პოლიტიკურ პატიმრებთან, დემოკრატიის ძირის გამოთხრასთან დაკავშირებით, იქნება პასე,თუ ნებისმიერი სხვა მნიშვნელოვანი და ავტორიტეტული ინსტიტუცია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველა განცხადება არის აბსოლუტურად ერთი შინაარსის მატარებელი, რომ უნდა შეწყდეს ქვეყანაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა.
„ჩვენი ქვეყანა განიხილებოდა დასავლური სამყაროს ნაწილად. კანდიდატის სტატუსი გვქონდა ამბობდნენ ევროპელები, რომ ევროპა არის ლისაბონიდან თბილისამდე. ამიტომაც, საქართველოში, თბილისში თუ დამყარდა ავტორიტარიზმი და მიიღეს ანტიდემოკრატიული კანონები, ამაზე განცხადების გაკეთება ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად ევროპის შიდა საკითხს მიმოიხილავ? „ოცნებისთვის“ სამწუხაროდ ევროპის შიდა საკითხად მოიაზრება დღემდე ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ის გამოწვევები, რომლებიც ჩვენ ქვეყანას აქვს, რადგან ევროპის ნაწილად აღვიქმებოდით. ამიტომ ევროპული ორგანიზაციები, ევროპული ინსტიტუციები, დასავლური ინსტიტუციები განცხადებას უნდა აკეთებდნენ საქართველოში მიმდინარე პროცესზე“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
0
0
შალვა პაპუაშვილი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა
20/11/2025