
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი მიცვალებულთა მოხსენიების დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა.
ირაკლი ჩიქოვანმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგო.
დღეს, მიცვალებულთა ხსენების დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მივაგეთ და კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ჩვენი გმირი სამხედროები, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე გაიღეს სამშობლოსთვის. ასეთი ადამიანების, ოფიცრებისა და ჯარისკაცების სიმამაცეზე, მათ თავდადებაზე დგას საქართველოს სახელმწიფო. ისინი არიან მაგალითი, თუ როგორ უნდა ემსახურო სამშობლოს. მათი თავგანწირვა გვაძლევს ძალასა და სიმტკიცეს, კიდევ უფრო გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა და ჩვენი ქვეყნის მომავალი.
ჩემთვის დიდი პატივია, რომ მომეცა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ შევხვედროდი გმირების ოჯახებს, გამომეხატა ჩვენი მხარდაჭერა და მადლიერება გმირი შვილების აღზრდისთვის“, – წერს ირაკლი ჩიქოვანი.
0
0