18/11/2022
15:05
პოლიტიკა
იქნებ მე ვიყო გასაღები, რომ კონსენსუსი შედგეს, ომბუდსმენობაზე მხარდაჭერას გთხოვთ - განაცხადა, “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ, პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესის მოსმენის დრო.
დეპუტატი ამბობს,რომ “ქართულ ოცნებას” აქვს ძალა, რომ სრული მობილიზება გააკეთოს და მოაგროვოს 90 ხმა მათთვის სასურველი კანდიდატისთვის.
"ჩვენ უკვე ვხედავთ, ყველაფერზე გვითხრეს, რომ კონსენსუსით უნდა გააკეთოთო. სახალხო დამცველთან დაკავშირებით ზუსტად ასევე არის ეს ამბავი. მე მჯერა, რომ ქართულ ოცნებას აქვს ძალა, რაღაცნაირად თუ სრულ მობილიზებას გააკეთებს, ყველა რესურსს ჩარტავს, 90 ხმა მოაგროვოს მათთვის სასურველ კანდიდატზე. უბრალოდ, ამას დასჭირდება ოპოზიციიდან ხალხის გადაბირება, არა კონსესუსი, არამედ ხალხის გადაბირება. ერთადერთი კანდიდატი, სადაც კონსესუსის მიღწევა არის შესაძლებელი, ეგეთი კანდიდატი გახლავართ მე - 12-პუნქტიანი გეგმის 1 პუნქტსაც ნამდვილად არ დაემუქრება საფრთხე, ეს იქნება მართლა კონსესუსით შერჩეული.
მე მინდა, გთხოვოთ მხარდაჭერა, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, ასევე პრემიერმინისტრს, რასაკვირველია, თავის მხარდამჭერ გუნდთან საქართველოს პარლამენტში - [მინდა, გთხოვოთ], რომ მხარი დამიჭიროთ და მით შევასრულოთ 12-პუნქტიანი გეგმა, არა იმიტომ, რომ მე დამიჭიროთ მხარი, არამედ იმის გამო, რომ შეიძლება, მე ვიყო იმის გასაღები, რომ კონსენსუსი შედგეს. ისევე, როგორც შეიძლება მე ვიყო გასაღები იმის, რომ პარლამენტმა და სახალხო დამცველმა დაპირისპირების ნაცვლად შეძლოს თანამშრომლობა", განაცხადა იაგო ხვიჩიამ პარლამენტში.
0
0