26/11/2022
21:19
პოლიტიკა
„იქ სადაც ბატონი ვანო მერაბიშვილი იქნება, მე ვერ ვხედავ საკუთარ თავს, ამას მერწმუნეთ აქვს ძალიან კონკრეტული ერთი მიზეზი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა ადამიანს აქვს უფლება დაუჭიროს მხარი ამ თუ იმ კანდიდატს.
"იყო მხარდამჭერი ერთია, მაგრამ იყო რეალური არაფორმალური მმართველი და 100%-ით შენ მართავდე ფარდის უკნიდან პროცესებს, ეს იმდენად მიუღებელია, რამდენად წლების განმავლობაში ვსაუბრობ“, - აცხადებს მელია.
ნიკა მელიას თქმით, საზოგადოება ძალიან ნათლად ხედავს იმ სურათს, რაც ხდება.
„ფარდის უკან მდგომ ადამიანებს სურთ, რომ პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარე იყოს მომავალში საქორწინო გენერალი. ეს ასე ვერ იქნება. ეყოლება თვითმყოფადი, ანგარიშვალდებული საკუთარ ამომრჩევლებთან და პარტიის წევრებთან და არა იმ ადამიანებთან, რომლებიც პროცესს კულისებიდან მართავენ“, - თქვა მელიამ.
0
0