18/01/2025
16:08
პოლიტიკა
თბილისში განხილვის თემაა ვინ მიიწვიეს და ვინ იყიდა ინაუგურაციაზე დასასწრები ბილეთი საკუთარი სურვილით - უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საინაუგურაციო კომისიისგან ოფიციალური მოწვევა არავის მიუღია და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ბილეთები შეიძინეს:
"გარკვეული ადგილები ამ ინაუგურაციაზე, გარკვეულ ფასად იყიდება, სპეკულაცია ამაზე რომ მე წავედი და შენ რატომ არ წახვედი ეს არის ის, რითაც საერთოდ სპეკულირებს ოპოზიცია.
ჩვენ აქ სულ სხვა თემაზე გვაქვს საუბარი, იმაზე, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, საქართველოს, გამომდინარე მის მიერ დაანონსებული ცვლილებებისა, შესაძლებლობა მიეცემა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა თვისობრივად გადაიტვირთოს და საქართველოსთან მიმართებაში, ამერიკის პოლიტიკა იყოს მნიშვნელოვნად განსხვავებული, ვიდრე ეს იყო წარსული პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირობებში. აქ ეს არის მთავარი, დანარჩენი ყველაფერი, რითაც დღეს ოპოზიცია სპეკულირებს მეათეხარისხოვანი საკითხია, რომელსაც სპეკულაციის გარდა, სხვა რაიმე მნიშვნელოვანი კონკრეტული მიზანი საქართველოსთვის არ აქვს.
ისინი იქ, რა თქმა უნდა, ისაუბრებენ საქართველოს საწინააღმდეგო საკითხებზე - დასანქცირება და ა.შ., რადგანაც მათ პოზიტიური დღის წესრიგი საქართველოსთან დაკავშირებით, მათ შორის საერთაშორისო არენაზე, არ გააჩნიათ,"- აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.
0
0