18/01/2025
13:20
პოლიტიკა
მსოფლიო ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის მოლოდინშია. ორშაბათს დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო ფიცს მეორედ დადებს. ვინ დაესწრება ცერემონიას, ვინ მიიწვიეს და ვინ იყიდა ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთი საკუთარი სურვილით - ინაუგურაციას 200 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრება. მათ შორის იქნებიან ქართველი პოლიტიკოსებიც. სალომე ზურაბიშვილი, გიორგი ვაშაძე და ლიდერები "ლელოდან".
პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ინაუგურაციაზე დასწრების მოწვევა რესპუბლიკელებისგან მიიღო.
"რესპუბლიკელების მიწვევით მივდივარ, მოწვევა გვაქვს ჩვენ, სალომე ზურაბიშვილს, პოლიტიკურ ძალებს, ვინც ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორად განიხილება საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩავიტანოთ ჩვენი თანამემამულეების გზავნილი, რომ ვაპირებთ ბრძოლას," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
"ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის", ლანა გალდავა ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძე, გრიგოლ გეგელია და ბადრი ჯაფარიძე ღონისძიებას კონგრესმენების მიწვევით დაესწრებიან.
"ძლიერი საქართველოს წევრები და ლიდერები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, გრიგოლ გეგელია დაესწრებიან ინაუგურაციის საზეიმო ღონისძიებას კონგრესმენების მოწვევით. რა ფორმითაც იქნება პროტოკოლურად გათვალისწინებული ღონისძიება, იმ ფორმით მივიღებთ მონაწილეობას. უახლოეს მომავალში შეიტყობთ, ვინ არის მომწვევი," - აცხადებს ლანა გალდავა.
0
0
ბათუმში ზღვამ კაცის ცხედარი გამორიყა
18/01/2025