ჩვენ უნდა გვქონდეს მსჯელობა მინიმუმ იმ საკითხთან დაკავშირებით თუ სად არის ადამიანის უფლებები და სად პროპაგანდა, რომელიც პირიქით, ადამიანის უფლებების შემლახველი შეიძლება იყოს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„დისკუსიას წინ არაფერი უდგას, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიცია ისე გარბის დისკუსიიდან, რომ ჯერ მოლაპარაკების მაგიდასთან არც კი დამჯდარა. ვფიქრობ, ადეკვატურია მსჯელობა მინიმუმ იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ სად არის ადამიანის უფლებები და სად პროპაგანდა, რომელიც პირიქით, ადამიანის უფლებების შემლახველი შეიძლება იყოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ბალანსის პოვნა არის მნიშვნელოვანი და უკეთესი იქნება თუ ეს ბალანსი კანონმდებლობის დონეზე მოწესრიგდება“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა. უმრავლესობის ლიდერის თქმით, კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და პარლამენტში ინიცირება.
საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავი ადამიანის ძირითად უფლლებებს აწესრიგებს.
0
0