
"ევროპელი სოციალისტების" ინიციატივას "LGBT პროპაგანდის" კანონით აკრძალვის შესახებ, პოლიტიკური შეფასებების მოჰყვა.
მმართველი ძალის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს სიტყვის თავისუფლება, მიუხედავად მისი სექსუალური ორიენტაციისა.
"ზოგადად, ნებისმიერი ჯგუფის გამოყოფა, მათთვის რაიმეს აკრძალვა და სხვა ჯგუფებისთვის ამ უფლების დატოვება არის დისკრიმინაცია თავისი შინაარსით, მნიშვნელობა არა აქვს ეს ეხება LGBT თემს, თუ მორწმუნეთა საზოგადოებას, ან ნებისმიერ სხვა საზოგადოებას,"- აცხადებს "გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია.
"ქართული ოცნების" განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობა უზრუნველყოფს უმცირესობების უფლებებს და მათ გამოხატვის თავისუფლებას, შესაბამისად, ახალი ინიციატივებისათვის მხარდაჭერას არ განიხილავს.
"გვაქვს კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში, მათ შორის, უმცირესობის უფლებების დაცვას და, ამავდროულად, გაგვაჩნია კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს გამოხატვის და დემონსტრაციების მოწყობის თავისუფლებას. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ სხვა ახალ ინიციატივებს ამასთან დაკავშირებით მხარს არ დავუჭერთ,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.
0
0