
არასამთავრობო ორგანიზაციის უპირველესი მიზანია, რომ არსებული სახსრებით მან წვლილი შეიტანოს სახელმწიფოებრივი საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში, შესაბამისად, ამაში თუ ჩაიდება სახელმწიფო სახსრები, ეს მხოლოდ მისასალმებელია - ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა რადიო „სივრცის“ კითხვის პასუხად განაცხადა. მინისტრმა შეაფასა მთავრობის ინიციატივა, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდის შექმნის შესახებ.
„ინიციატივა, რომელიც შეეხება მთავრობის მიერ კონკრეტული სახსრების გამოყოფას, იმისათვის რომ სახელმწიფოში არსებობდეს არასამთავრობო სექტორისათვის საგრანტო სისტემა, არის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი. უფრო მეტსაც ვიტყოდი, რომ ეს უფრო ადრე იყო გასაკეთებელი, ვინაიდან ვინ, თუ არა სახელმწიფომ უკეთესად იცის, ვიდრე ვინმე სხვამ თუ რა სჭირდება ხალხს, რა პრობლემებია ქვეყანაში და რა სჭირდება სახელმწიფოსა და სახელმწიფო სტრუქტურებს არასამთავრობო სექტორის მხრიდან. არასამთავრობო ორგანიზაციის უპირველესი მიზანია, რომ არსებული სახსრებით მან წვლილი შეიტანოს სახელმწიფოებრივი საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში, შესაბამისად, ამაში თუ ჩაიდება სახელმწიფო სახსრები, ეს ინიციატივა არის მისასალმებელი და დარწმუნებული ვარ, რომ მოიტანს სასიკეთო შედეგს. ამგვარი მცირე მასშტაბის გამოცდილება ჩვენ გვქონია, როდესაც ჩვენ არა ერთი არა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის ნაწილში როდესდაც მცირე გრანტები გავეცით, უდიდესი შვება და შედეგი მოვუტანეთ არაერთ პატიმარს ან ყოფილ პატიმარს, ამიტომ მგონია,რომ ასეთი მასშტაბით საგრანტო სახელმწიფო პროგრამების დაგეგმვა მხოლოდ სასიკეთოდ წაადგება ქვეყნის განვითარებას.“ - განაცხადა კულტურის მინისტრმა რადიო “სივრცესთან” საუბრისას.
როგორც ცნობილია, მთავრობა იუსტიციის სამინისტროს რეესტრში დარეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის.
0
0