
ინგუშეთში თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
შემთხვევა ქალაქ მალგობეკის ტერიტორიაზე მოხდა. რეგიონის ხელმძღვანელმა, მახმუდ-ალი კალიმატოვმა ტელეგრამ არხზე დაწერა, რომ სამართალდამცველები შემთხვევის ადგილს ათვალიერებენ.
„დღეს დილით ინგუშეთის რესპუბლიკის მალგობეკის ტერიტორიაზე ჩამოვარდა თვითმფრინავის ტიპის დრონი. მსხვერპლი და ნგრევა არ არის. დრონის ჩამოვარდნის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავი ორგანოები და ოპერატიული სამსახურები“, – დაწერა კალიმატოვმა.
მისივე განმარტებით, პასუხისმგებელი სამსახურები არკვევენ მომხდარის გარემოებებს.
„მოწმდება ინგუშეთის ტერიტორიაზე დრონის გაშვების მიზნები და ამოცანები. ქალაქ მალგობეკისა და რესპუბლიკის მცხოვრებნო, გთხოვთ ყველას, შეინარჩუნოთ სიმშვიდე, ვითარება კონტროლს ექვემდებარება“, – დაწერა რეგიონის ხელმძღვანელმა.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 ივლისიდან
08/07/2026
10 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
08/07/2026