05/11/2021
16:10
მსოფლიო
წმინდა მარიამის სახელობის ეკლესიის (რომელიც დაახლოებით 1080 წელს აშენდა და მე-20 საუკუნის შუა წლებში დაინგრა) ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების წარმოების ბოლო ეტაპზე, მკვლევარებმა ქანდაკებებთნ ერთად, კარგად შემონახული, ათას წელზე მეტი ხნისწინანდელი იშვიათი ექვსკუთხა მინის დოქიც იპოვნეს. მათი აზრით, ისიც რომაულ ეპოქას მიეკუთვნება.
„ამ გასაოცარი აღმოჩენებით არქეოლოგიური გათხრების დასრულება ჩვენთვის აღმაფრთოვანებელია და უნიკალური გამოცდილებაა. ქანდაკებები იმდენად შესანიშნავად არის შემონახული, რომ ცხადად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ადამიანები, რომლებსაც ისინი განასახიერებენ“, - თქვა არქეოლოგთა გუნდის ხელმღვანელმა, რეიჩელ ვუდმა.
ქვის ორი ბიუსტი ზრდასრულ მამაკაცსა და ქალს განასახიერებს, ხოლო მესამე - ბავშვის თავის სახით არისწარმოდგენილი. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ არტეფაქტები თავდაპირველად რომაულ მავზოლეუმში იდგა, რომელიც, რომაელების მიერ ბრიტანეთის ოკუპაციის დროს, ნორმანდიული ეკლესიის [ლონდონიდან დაახლოებით 80 კმ-ში მდებარეობს] ადგილზე აშენდა. ქანდაკებები, შესაძლოა, ნორმანდიულ ხანაშივე დაზიანდა და ეკლესიის ნანგრევებში მოყვა.
გათხრების შედეგად, ასევე აღმოჩენილია რომაული კრემაციის ურნები, მოხატული კედლის თაბაშირის ნაჭრები და სახურავის ფილები.
რეიჩელ ვუდის განცხადებით, ექვსკუთხა ფორმის დოქი ძალზე იშვიათია.
„მსგავსი ხარისხით შემონახული ჭურჭლის ერთადერთი ცნობილი ნიმუში ნაპოვნია ტუნისში, რომელიც შემდეგ ნიუ-იორკში, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში, განთავსდა. რა თქმა უნდა, ეს აღმოჩენები გვაფიქრებინებს, რომ შუა საუკუნეებში აშენებული ინგლისის სოფლის ეკლესიების ნანგრევების ქვეშ შეიძლება კიდევ იყოს არტეფაქტები დამარხული,“ - თქვა არქეოლოგმა.
აღმოჩენილი არტეფაქტებიშემდგომი წმენდისა და კვლევითი სამუშაოებისთვისლაბორატორიაში გადაიცემა.
0
0