
ინგლისის ქალაქ საუთპორტში, 3 გოგოს მკვლელობის შესახებ არეულობა დაიწყო. შედეგად 39 პოლიციელი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, არეულობაში მონაწილეები ადგილობრივ მეჩეთს და პოლიციელებს აგურებს ესროდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ ავტომობილებსა და ნაგვის ურნებს. 27 პოლიციელი საავადმყოფოში მოხვდა, დანარჩენებს კი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.
არეულობა ქალაქში მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივ საცეკვაო სტუდიაზე თავდასხმა განხორციელდა. დანით შეიარაღებულმა პირმა 3 გოგო მოკლა. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 17 წლის ბიჭი, რომელიც მეზობელ ქალაქ ბენქსში ცხოვრობს. პოლიციაში აცხადებენ, რომ არეულობის მონაწილეები სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულმა პოსტებმა წააქეზა, რომელთა ავტორებიც თავდასხმაში ისლამისტების ადანაშაულებენ.
0
0
19 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
17/08/2026
ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს
17/08/2026