06/03/2023
15:48
მსოფლიო
როგორც კენიის ანგლიკანური ეკლესიის მთავარეპისკოპოსმა განაცხადა, ინგლისის ანგლიკანური ეკლესია გლობალური ანგლიკანიზმის ლიდერი აღარ იქნება მას შემდეგ, რაც შეიცვალა მოძღვრება, რომელიც მღვდლებს ერთსქესიანი წყვილების დაქორწინების უფლებას აძლევს.
არქიეპისკოპოსმა ჯექსონ ოლე საპიტმა ადგილობრივ ტელევიზიას განუმარტა, რომ ეკლესიის მოძღვრება, რომლის მიხედვითაც, ჰომოსექსუალიზმი ცოდვაა, არ შეიცვლება.
„მაისში, კაიროში [ეგვიპტის დედაქალაქში] შეხვედრის გამართვას ვაპირებთ... საკითხი, რაზეც უკვე შევთანხმდით და გამოვთქვით ჩვენი აზრები, არის ის, რომ ინგლისი ანგლიკანური ეკლესიის ლიდერი აღარ იქნება.
ჩვენ ვაპირებთ კიდევ ერთი პრიმატის მიღებას, შესაძლოა, როტაციის საფუძველზე. სწორედ ის იქნება ანგლიკანური ეკლესიის თავმჯდომარე, რომელსაც ბიბლიის მართლმადიდებლური მოძღვრებისაც სწამს,“ – თქვა არქიეპისკოპოსმა ჯექსონ ოლე საპიტმა.
გასულ თვეში, ინგლისის ეკლესიამ მხარი დაუჭირა ინიციატივებს, რომლის მიხედვით, დაშვებულია ერთსქესიანი წყვილებისთვის „ერთგულებისა და მადლიერების ლოცვების“ მსახურების ჩატარება. თუმცა, ეკლესიამ განაცხადა, რომ მისი პოზიცია ჰომოსექსუალთა ქორწინების შესახებ არ შეიცვლებოდა და ერთსქესიანი წყვილები მაინც ვერ შეძლებდნენ ეკლესიაში დაქორწინებას.
42 პროვინციის არქიეპისკოპოსებმა განაცხადეს, რომ ისინი კენტერბერის მთავარეპისკოპოსს, ჯასტინ უელბის, თავიანთ სულიერ ლიდერად აღარ განიხილავენ.
0
0