ინდონეზიაში, გააქტიურებული ვულკანის კრატერთან, 11 მოლაშქრის ცხედარი იპოვეს - 12 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ
04/12/2023
09:25
მსოფლიო
A-
+A
ინდონეზიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანის - მარაპის კრატერთან, 11 ადამიანის ცხედარი იპოვეს, - ამის შესახებ BBC წერს.
ვულკანის ამოფრქვევის დროს, მთაზე სულ 75 მოლაშქრე იყო. მედიის ინფორმაციით, მათი უმეტესობის უსაფრთხოდ ევაკუაცია შეძლეს, თუმცა 12 მათგანის სამძებრო სამუშაო ამ დრომდე გრძელდება.
დასავლეთ სუმატრაზე მდებარე ვულკანი მარაპი კვირას ამოიფრქვა. შედეგად, ვულკანური ფერფლი 3 კილომეტრის სიმაღლეზე აიტყორცნა. ხელისუფლებამ საფრთხის მეორე დონე გამოაცხადა და მოსახლეობას კრატერთან 3 კილომეტრზე ახლოს მისვლა აუკრძალა.
0
0
280
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%