ინდოეთში მატარებელმა მემანქანის გარეშე 70 კილომეტრი გაიარა🚂
A-
+A
(1)-share.jpg)
ინდოეთის რკინიგზამ გამოძიება დაიწყო იმ ფაქტზე, რომ სატვირთო მატარებელმა მემანქანის გარეშე 70 კილომეტრი გაიარა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი კვირას დილით მოხდა. 53-ვაგონიანი მატარებელი ჯამუდან პუნჯაბში მიემართებოდა და კატუაში ეკიპაჟის შეცვლის მიზნით გაჩერდა. თუმცა როდესაც მემანქანე და მისი ასისტენტი გადმოვიდნენ, მატარებელმა დაღმართზე მოძრაობა თავისით დაიწყო. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებზე ჩანს, რომ მატარებელმა რამდენიმე სადგურს მაღალი სიჩქარით ჩაუარა.
ოფიციალური მონაცემებით, ის საათში 100 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობდა და 5 სადგური გაიარა. რკინიგზის თანამშრომლებმა მას გზა გადაუკეტეს და მატარებლის გაჩერება მოახერხეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
0
0
960
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
გარდაიცვალა კომპოზიტორი ენრი ლოლაშვილი
07/01/2026
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%