
ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ძლიერი წყალდიდობის შედეგად გამოწვეული მეწყრის შედეგად, სულ მცირე, 34 ადამიანი დაიღუპა. ინდოეთის მეტეოროლოგიური დეპარტამენტი ძლიერ წვიმას პროგნოზირებს.
მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ, 2 ივლისს, ჰიმალაის შტატ სიკიმში ჩარჩენილი ათასზე მეტი ტურისტის ევაკუაცია განხორციელდა, ხოლო მეგჰალაიას შტატში არმიის სამაშველო ჯგუფები ჩაერთნენ დატბორილ რაიონებში ჩარჩენილი 500-ზე მეტი ადამიანის გადასარჩენად.
ასევე ინდოეთის მეზობელ ბანგლადეშში, სილჰეტის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად, ოჯახის, სულ მცირე, ოთხი წევრი დაიღუპა. რანგამატის, ბანდარბანის და ხაგრაჩჰარის მთიან რაიონებში, დაზარალებულთათვის ასობით თავშესაფარი გაიხსნა. ხელისუფლებამ მოსახლეობა მეწყრებისა და წყალდიდობების შემდგომი შემთხვევების შესახებ გააფრთხილა და დაუცველი რაიონების მაცხოვრებლებს სიფხიზლისკენ მოუწოდა.
0
0