
BBC-ის ინფორმაციით, სამხრეთ ინდოეთის შტატ ტამილნადუში ტოქსიკური ალკოჰოლური სასმელების მიღების შედეგად, სულ მცირე, 34 ადამიანი დაიღუპა. 80-მდე ადამიანი კი საავადმყოფოში ალკოჰოლით გამოწვეულ მწვავე დიარეას მკურნალობს.
ოფიციალური პირების ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი შეიძლება კიდევ გაიზარდოს.
ტამილნადუს მთავარმა მინისტრმა დაღუპულთა ოჯახებისთვის 1 მილიონი რუპიის, ხოლო საავადმყოფოში მყოფთათვის - 50,000 რუპიის ოდენობით კომპენსაციის გაცემის შესახებ ბრძანება გასცა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებულია ორი პირი და მიმდინარეობს გამოძიება. ხელისუფლებამ ასევე დანაშაულებრივი დაუდევრობის გამო გენერალური პოლიციის ათი მაღალჩინოსანი დააკავა, რომლებიც შტატში არალეგალური ალკოჰოლის კონტრაბანდას ახორციელებენ. სავარაუდოდ, ერთ-ერთმა ბრალდებულმა მეთანოლისშემცველი ალკოჰოლური სასმელი ადგილობრივი მოვაჭრის მეშვეობით გაყიდა.
ინდოეთში, არალიცენზირებული დანადგარებიდან გამოხდილი ალკოჰოლის მიღების შემდეგ, ყოველწლიურად ათობით ადამიანი იღუპება.
0
0