BBC-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ინდოეთში ჰაერის ტემპერატურამ +50 გრადუსს გადააჭარბა - ქვეყანა ექსტრემალურ სიცხეს ებრძვის. მიმდინარე კვირაში, ქვეყნის 37-ზე მეტ ქალაქში ჰაერის ტემპერატურა +45C-ზე მეტი დაფიქსირდა. რაჯასტანის ქალაქ ჯაიპურში, სიცხისგან სამი ადამიანი დაიღუპა.
დედაქალაქ დელის ნარელასა და მუნგეშპურის რაიონებში ტემპერატურამ რეკორდულ მაჩვენებლამდე +49,9 გრადუსამდე მიაღწია. ინდოეთის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ქალაქის ზოგიერთ ნაწილზე ძლიერი სიცხის გამო „წითელი განგაში“ გამოაცხადა.
დელიში სასამართლომ საქმეების განხილვა შეწყვიტა, რადგან მოსამართლეებს კონდიციონერის გარეშე უწევთ მუშაობა.
ინდოეთში ცხელი და ნოტიო ზაფხული [მუსონური სეზონი] მარტიდან სექტემბრამდე გრძელდება. თუმცა, როგორც მეტეოროლოგიურმა სამსახურმა განაცხადა, 2024 წელს, ქვეყანას უფრო ხანგრძლივი და ინტენსიური სიცხე ელოდება.
0
0