56 წლის გრემის მფლობელი კანადელი მომღერალი სელინ დიონი საფრანგეთის დედაქალაქში პირველად დაბრუნდება სცენაზე მას შემდეგ, რაც 2022 წლის დეკემბერში მას უიშვიათესი დაავადების, „გაშეშებული ადამიანის სინდრომის“, დიაგნოზი დაუდასტურდა. მომღერალი პარიზში, სასტუმრო Royal Monceau-ში დააფიქსირეს, როდესაც ის თაყვანისმცემლებს ავტოგრაფებს ურიგებდა. Variety-ის ინფორმაციით, სელინ დიონი 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე იმღერებს. ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ის სცენაზე გამოვა სიმღერით "I'm Alive".
სელინ დიონი ერთი სიმღერის შესრულებისთვის 2 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს.
დოკუმენტურ ფილმში „I Am: Celine Dion“, მომღერალმა თავისი დაავადების შესახებ ისაუბრა:
”მე ვაპირებ სცენაზე დაბრუნებას, თუნდაც ხოხვა და ხელებით ლაპარაკი მომიწიოს. არ გავჩერდები. მე სელინ დიონი ვარ... ჩემი ხმა ისევ გაჟღერდება, არა იმიტომ, რომ ეს აუცილებელია... იმიტომ, რომ ეს მე მინდა და მენატრება."
როგორც მომღერალმა NBC News-ს განუცხადა, მან უკვე გადაჭარბებულად მიიღო პრეპარატი ვალიუმი.
„მე ძალიან იშვიათი ნევროლოგიური დაავადების დიაგნოზი დამისვეს. ყოველდღე ძალიან ბევრს ვმუშაობ, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ დაავადებასთან ერთად ცხოვრება რთულია“, – თქვა მომღერალმა.
სელინ დიონმა ასევე 1996 წლის ატლანტას ოლიმპიური თამაშების გახსნაზე სიმღერა “The Power of the Dream” შეასრულა.
ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ასევე სცენაზე წარსდგება ლედი გაგა, რომელიც დიონის სასტუმროსთან ახლოს ცხოვრობს.
0
0
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი შესრულდა
09/05/2026