09/03/2026
19:28

"ქრონიკის" ინფორმაციით ტელეკომპანიამ ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინება მიიღო.
აუდიოჩანაწერის ავთენტიკურობა დადგენილი არ არის, თუმცა მედიის ინფორმაციით, მიღებული მასალა სავარაუდოდ ასახავს გივი თარგამაძესა და გიორგი კანდელაკს შორის საუბარს, რომელიც კანდელაკის პირად კომპიუტერს ეხება.
გავრცელებული ინფორმაციით, შეტყობინების შინაარსი ასეთია:
"სანქციებს თავისი საფუძველი აქვს. მასეთი ამბები თავისით არ ხდება და ამით უნდა დაინტერესდეთ! გივი სულისამომხდელი თარგამაძე თავისებს რომ უწერს ლაპარაკს, ერთ ცალს პირველს თქვენ გამოგიგზავნით და ნახევარ საათში სხვა ტელევიზიებსაც მივცემ. იქნებ, დაინტერესდეთ, სად დაკარგა კანდელაკმა კომპიუტერი, რომელშიც უცხოელებთან მიწერილი არაერთი დანოსია, თუ რას ეძახიან, რომელიც შეიძლება, ვერც ვერავინ გამოაჩინოს. მთავრობამაც კი!
როდის ჩაუწერია ეს ლაპარაკი, ამაზე ჰკითხეთ თვითონ გივის, არ დაგავიწყდეთ!“, - წერია წერილში, რომელსაც თან ახლავს აუდიო ჩანაწერიც.
0
0