
კარგია, რომ გიორგი გახარია მოდის და იმედია, კითხვებს ამომწურავ პასუხს გასცემს, რომელიც კომისიას აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„იცით, რომ კითხვები 20 ივნისს ეხება. 20 ივნისთან დაკავშირებით ადამიანის ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა. მათ შორის, დაადგინა, რომ ოპერაციის დროს დემონსტრანტების მიმართ გარკვეული დარღვევები შესაძლოა, არსებობდეს და საჭიროა, ხელახალი გამოძიება. გიორგი გახარია იყო ის, ვინც ამ ღონისძიებას ხელმძღვანელობდა. ამიტომ, კომისიას აინტერესებს ზუსტად ის, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის პირები რა გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ამ გადაწყვეტილებებმა რა შედეგები გამოიწვია. იმედი მაქვს, კითხვებს არ გაექცევა და კომისიის კითხვებს უპასუხებს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადდება. გიორგი გახარია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2019 წლის 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით არის დაბარებული.
0
0
ხობში 12 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა
18/04/2025