09/04/2022
12:03
პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე უკრაინის მხრიდან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიწვევას ეხმაურება და ამბობს, რომ უკრაინული მხარის მიერ გაკეთებული განცხადებების და ბრალდებების ფონზე მიწვევა არარელევანტურია.
"ჩვენ ვისმენთ, სამწუხაროდ სახელმწიფოს მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რასაც აქვს თავისი კონკრეტული მიზეზი, დეტალებში აღარ შევალ. ამ ფონზე ასეთი მოწვევის გამოგზავნა არის სამწუხაროდ არარელევანტური.
ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ უკრაინის ხელისუფლება გათავისუფლდება იმ ადამიანებისგან, რომლებიც პრაქტიკულად უზრუნველყოფენ იმას, რომ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან იდგმება ჩვენი სახელმწიფოს მიმართ არასწორი ნაბიჯები.
არამარტო ომის დაწყების დღიდან, ომამდეც, ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის სახელმწიფოს, ხალხის მიმართ, იყო ურყევი და მტკიცე. არის დასანანი ის გადაწყვეტილებები და განცხადებები, რომლებიც კეთდება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, თუმცა ჩვენ ამაში ვერ შევალთ. მიუხედავად ყველაფრისა უკრაინის ხალხის და უკრაინის სახელმწიფოს მიმართ ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება ურყევად,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0