08/11/2022
11:09
პოლიტიკა
"იმდენად მაღალია „ქართული ოცნების“, პარტიის ლიდერებისა და მისი ყოფილი ხელმძღვანელის მხარდაჭერა, რომ ამ ყველაფერს ვერ მალავენ, თუმცა პერსონალურ რეიტინგებში უფრო მანიპულირებენ. საბოლოო ჯამში, მაინც აღიარებენ, რომ „ქართულ ოცნებას“ გაცილებით მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე მთლიან ოპოზიციას ერთად აღებული“, ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები.
მისივე თქმით, ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევები საქართველოში “საპატრიარქოს იმიჯისა და პერსონების დაზიანებას ემსახურება”
„წარმოიდგინეთ, რამდენად მიკერძოებული ორგანიზაცია უტარებს IRI-ის საველე სამუშაოებს. ამის მიუხედავად, ერთად აღებული ყველაზე მეტი რეიტინგი აქვს „ქართულ ოცნებას“ სხვა დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით. რეალურად, ვიცით, რომ იმ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ასეთი კვლევებიც კი, რომელიც IRI-ის საქართველოში დღემდე ეთანამშრომლება, ემსახურება მაგალითად, საპატრიარქოს იმიჯის დაზიანებას, პერსონების დაზიანებას.
ამ კვლევაში ვხედავთ, თითქოს ბიძინა ივანიშვილს უფრო ნაკლები რეიტინგი აქვს, ვიდრე ნინო ლომჯარიას და გიორგი ვაშაძეს. ეს პუნქტიც კი დასკვნების გამოტანის საშუალებას ძალიან ადვილად იძლევა. უხეშად არის გაყალბებული საპატრიარქოს რეიტინგები, პერსონალური რეიტინგები. ეს არის იმის ინდიკატორი, რამდენად სარწმუნო და რეალურია ეს ყველაფერი. ამის მიუხედავადაც კი, იმდენად მაღალია „ქართული ოცნების“, პარტიის ლიდერებისა და მისი ყოფილი ხელმძღვანელის მხარდაჭერა, რომ ამ ყველაფერს ვერ მალავენ, თუმცა პერსონალურ რეიტინგებში უფრო მანიპულირებენ. საბოლოო ჯამში, მაინც აღიარებენ, რომ „ქართულ ოცნებას“ გაცილებით მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე მთლიან ოპოზიციას ერთად აღებული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
0
0