
სამხრეთ კალიფორნიაში, იმ ტერიტორიის მახლობლად, სადაც გამომძიებლები დაკარგულ ბრიტანელ მსახიობს, ჯულიან სენდსს ეძებდნენ, ადამიანის სხეულის ნაწილები იპოვეს.
გამომძიებლები ამბობენ, რომ ნეშტის იდენტიფიკაცია მომავალ კვირას უნდა დასრულდეს.
ბრიტანელი მსახიობი მიმდინარე წლის 13 იანვარს სან-გებრიელის მთებში ლაშქრობისას უგზო-უკვლოდ დაიკარგა. 21 ივნისს 5 თვის წინ გაუჩინარებული ჯულიან სენდსის ძებნა განახლდა.
სამაშველო ოპერაციაში მაშველების გარდა მოხალისეებიც მონაწილეობდნენ. მსახიობს 80 ადამიანი და 2 ვერტმფრენი ეძებდა.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გასული თვეების განმავლობაში რამდენჯერმე ზვავის ჩამოწოლის საშიშროების გამო შეწყდა.
65 წლის სენდსს შესრულებული აქვს როლები ფილმებში Leaving Las Vegas, The Phantom of the Opera, Ocean's Thirteen და სერიალებში Smallville, Banshee, 24.
0
0