03/07/2022
21:15
პოლიტიკა
მთელი პრობლემა იმაშია, რომ იმ რეფორმების, რომლებზეც ევროკავშირი ლაპარაკობს, „ქართულ ოცნებას“ ეშინია, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განუცხადა.
„ქართულ ოცნებას“ აქვს ორი გზა, ერთი - რომ დიახ, უნდა გადადგეს ხელისუფლება და მეორე გზა - დაუყოვნებლივ დაიწყონ რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებით, მაგრამ მთელი პრობლემა იმაშია, რომ იმ რეფორმების, რომლებზეც ევროკავშირი ლაპარაკობს, რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას“ ეშინია. პროპორციული, სამართლიანი არჩევნები, სამართლიანი სასამართლო, თავისუფალი მედია ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს, რომ ისინი ხელისუფლებას კარგავენ იმიტომ, რომ რეალურად დემოკრატიული თამაშის წესებით მოქმედ ქვეყანაში ასეთი ხელისუფლების ადგილი არ არის. ამიტომ სათადარიგო სკამი მოკლეა იმ მოქმედებების, თუ რა შეიძლება ახლა გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ“, თუმცა მათ აქვთ შანსი, რომ ამით მაინც დარჩნენ საქართველოს ისტორიაში - კი ბატონო, აქამდე რაც დააშავეს, დააშავეს, მაგრამ კრიტიკულ მომენტში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღონ“, - განაცხადა ხიდაშელმა.
0
0