
აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა ილონ მასკმა უკრაინის მიერ რუსეთის აეროდრომებზე განხორციელებულ თავდასხმაზე კომენტარი გააკეთა. გავრცელებული ინფორმაციით, $1 მილიონი ღირებულების დრონებმა რუსეთს $1 მილიარდის ზარალი მიაყენა.
„დრონები თანამედროვე ომია, ისინი პილოტირებულ თვითმფრინავებს ანაცვლებენ“, - თქვა მასკმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 1 ივნისს, მურმანსკის, ირკუტსკის, ივანოვოს, რიაზანის და ამურის ოლქებში განლაგებულ აეროდრომებზე, დრონების გამოყენებით, ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა. ივანოვოს, რიაზანის და ამურის ოლქებმა ყველა ტერორისტული თავდასხმის მოგეირება შეძლო. მურმანსკსა და ირკუტსკის ოლქში, აეროდრომების უშუალო სიახლოვეს მდებარე ტერიტორიიდან დრონების გაშვების შედეგად, საავიაციო ტექნიკის რამდენიმე ნაწილს ცეცხლი გაუჩნდა.
0
0