
როგორც აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა, განაცხადა, ის იმედგაცრუებულია დონალდ ტრამპის „ერთიანი, მასშტაბური და მიმზიდველი კანონპროექტით“ სახელმწიფო ხარჯების შემცირების შესახებ.
„იმედგაცრუებული ვიყავი მასშტაბური ხარჯების შესახებ ინიცირებული კანონპროექტით, რომელიც, გულწრფელად რომ ვთქვათ, ზრდის ბიუჯეტის დეფიციტს და არა - ამცირებს მას და ძირს უთხრის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის გუნდის მიერ შესრულებულ სამუშაოს“, - განაცხადა მასკმა CBS News-თან ინტერვიუში.
დოკუმენტი, რომელსაც ტრამპი „ერთიან, მასშტაბურ და მიმზიდველ’’ კანონპროექტს უწოდებს, რიგ სექტორებში გადასახადებისა და სამთავრობო ხარჯების მნიშვნელოვან შემცირებას ითვალისწინებს. ამავდროულად, კანონპროექტის მიხედვით, თავდაცვის სექტორში ხარჯები იზრდება, კერძოდ, შეიქმნება „ოქროს გუმბათის“ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა („ოქროს გუმბათი“), ასევე გათვალისწინებულია სასაზღვრო კონტროლის გამკაცრების ზომები და ამ სფეროში ხარჯების ზრდა.
22 მაისს, აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ კანონპროექტი დაამტკიცა. საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატის მიერ დამტკიცების შემდეგ, დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს წარედგინება.
0
0