21/07/2023
12:56
მსოფლიო
Tesla-ს, SpaceX-ის, OpenAI-ის დამფუძნებელმა და Twitter-ის მფლობელმა ილონ მასკმა 18,4 მილიარდი დოლარი დაკარგა Tesla-ს აქციების ვარდნის შედეგად ერთ დღეში. ამას მოწმობს Forbes Real Time-ის მონაცემები.
კომპანიის აქციები თითქმის 10%-ით გაიაფდა 2023 წლის მეორე კვარტლის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, რამაც ინვესტორების იმედგაცრუება გამოიწვია. Tesla-ს მოგება დაეცა ყველაზე დაბალ ნიშნულზე 2021 წლის შემდეგ და ზღვარი მრავალწლიან მინიმუმამდე - 18.1%-მდეა.
წარუმატებლობის კომენტირებისას მასკმა ამერიკელი პოეტის ედვარდის სიტყვები მოიშველია. მისი თქმით, საფონდო ბირჟა არის „მთვრალი ფსიქოპათი“, რომლის განწყობის პროგნოზირება შეუძლებელია.
ამჟამად მასკი, დანაკარგების მიუხედავად, კვლავ რჩება მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად.
ერთი დღით ადრე, 2023 წლის მეორე კვარტლის Tesla-ს ანგარიშის განხილვისას, მასკმა თქვა, რომ მას არ ესმის მსოფლიოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა მისი ხშირი ცვლილებების გამო.
0
0