
ილონ მასკი მეთოთხმეტე შვილის მამა გახდა, - ამის შესახებ მასკის ნეიროტექნოლოგიური კომპანიის, Neuralink-ის ხელმძღვანელმა შივონ ზილისმა პლატფორმა X-ზე დაწერა. მასკი ტვიტს სიყვარულის გამომხატველი სიმბოლოთი გამოეხმაურა.
შივონ ზილისმა და ილონ მასკმა თავიანთ მეოთხე შვილს სახელად სელდონ ლიკრგუსი შეურჩიეს.
SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი თვლის, რომ კაცობრიობა შობადობის შემცირების წინაშე დგას და გამოაცხადა თავისი განზრახვა შვილების დიდი რაოდენობით ყოლაზე.
„ბრავო დიდ ოჯახებს", - თქვა 53 წლის მილიარდერმა სამი წლის წინ. მან შობადობის კლებას უწოდა ცივილიზაციის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი საფრთხე.
ილონ მასკს ექვსი შვილი პირველი ქორწინებიდან ჰყავს, სამი - მესამე ქორწინებიდან, ოთხი კი შივონ ზილისისგან, რომელთანაც ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფება. კიდევ ერთი, 5 თვის ასაკის ბავშვის შესახებ ეშლი სენტ კლერმა განაცხადა. მასკი მის მამობას არ ადასტურებს, საკითხისთვის ნათლის მოსაფენად სასამართლო სხდომა კი ჯერ არ გამართულა.
კულტურულ ლიდერებს შეუძლიათ აამაღლონ ერების ნაყოფიერება - ილონ მასკი საქართველოში ილია მეორის საყოველთაო ნათლობის შესახებ წერს...
0
0
3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება
03/03/2025