24/11/2023
11:16
მსოფლიო
ამერიკელი მილიარდერი, Tesla-სა და X-ის მფლობელი ილონ მასკი, სავარაუდოდ, 27 ნოემბრიდან 3 მარტის პერიოდში ჩავა ისრაელში, რომლის დროსაც ის ღაზას საზღვრის მახლობლად მდებარე ქალაქებს ეწვევა. ამის შესახებ N12news-ის აშშ-ის კორესპონდენტი იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, მასკი ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგსა და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მასკის ისრაელში ვიზიტი ეწყობა მას შემდეგ, რაც ის ანტისემიტიზმში დაადანაშაულეს მის მიერ X-ზე გავრცელებული პოსტის შემდეგ, სადაც წერდა: „ამერიკაში ებრაული საზოგადოებები თეთრი ადამიანების მიმართ სიძულვილს აღვივებენ".
მასკის ეს განცხადება დაგმო თეთრმა სახლმა, რომლის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მასკის სიტყვები ანტისემიტიზმისა და სიძულვილის საშინელი ხელშეწყობაა, რომელიც ამერიკის მთავარ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
თავად მასკმა ანტისემიტიზმის ბრალდება უარყო და დაწერა: „არაფერია ამაზე შორს სიმართლისგან. მე კაცობრიობას მხოლოდ კარგს, წარმატებულ და საინტერესო მომავალს ვუსურვებ"
0
0