26/01/2025
00:14
მსოფლიო
ილონ მასკი გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამართულ შეხვედრას ვიდეოზარის საშუალებით შეუერთდა, – ამის შესახებ „როიტერი” წერს.
ილონ მასკი გერმანიის ქალაქ ჰალეში, ულტრამემარჯვენე პარტიის მხარდასაჭერად საჯაროდ სიტყვით გამოვიდა. წინასაარჩევნო ღონისძიებაზე, სადაც 4 500 ადამიანი იმყოფებოდა, პარტიის ლიდერ ალისა ვაიდელთან ერთად სიტყვით გამოსვლისას მასკმა გერმანული კულტურის შენარჩუნებასა და გერმანელი ხალხის დაცვაზე ისაუბრა.
„კარგია, იამაყო გერმანული კულტურით, გერმანული ღირებულებებით და არ დაკარგო ეს რაღაც მულტიკულტურალიზმით, რომელიც ყველაფერს აფერხებს. მე ძალიან აღფრთოვანებული ვარ პარტიით „ალტერნატივა გერმანიისთვის”, ვფიქრობ, რომ თქვენ ნამდვილად საუკეთესო იმედი ხართ გერმანიისთვის. იბრძოლეთ გერმანიის დიდი მომავლისთვის“, – განაცხადა მასკმა.
ვაიდელმა მადლობა გადაუხადა მასკს და აღნიშნა, რომ რესპუბლიკელები ამერიკას კვლავ დიდებულს გახდიან და მხარდამჭერებს მოუწოდა, გერმანია კვლავ დიდებული გახადონ.
პარალელურად, მთელი გერმანიის მასშტაბით ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება. ბერლინში, ბრანდერბურგის კარიბჭესთან 100 000 დემონსტრანტი შეიკრიბა, სულ მცირე, 20 000 კი კელნში.
გამოკითხვების მიხედვით, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მეორე ადგილზეა, პირველ ადგილზე კი „კონსერვატიული პარტიაა“. მესამე და მეოთხე ადგილზე არიან გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის მმართველი „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ და მწვანეთა პარტია.
0
0