14/02/2026
23:17

მე აქ სადებატოდ არ მოვსულვარ, მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა, რომ თქვენი ეთერის მაყურებელს გავაგებინო რა საფრთხესთან გვაქვს საქმე, – განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი – დებატები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ.
დობორჯგინიძე უმაღლესი განათლების რეფორმას ანტიკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას უწოდებს.
„რაც არ უნდა ვეცადოთ კონსტიტუციური მუხლების განმარტებას, ვერანაირი ინსტიტუციური ავტონომია და ვერანაირი აკადემიური თავისუფლება აქ შენარჩუნებული ვერ იქნება. ჩემთვის ეს არის სრულიად ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება, ძალიან ვწუხვარ“, – აღნიშნა დობორჯგინიძემ.
მისივე თქმით, რეფორმის შედეგად ილიაუნს პროგრამების 92% „ჩამოეჭრა“.
„92% უნივერსიტეტში არსებული პროგრამებისა ჩამოგვაჭრეს და ახლა გვესაუბრებიან რაღაც დებატებზე. მე აქ სადებატოდ არ მოვსულვარ, მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა, რომ თქვენი ეთერის მაყურებელს გავაგებინო რა საფრთხესთან გვაქვს საქმე. ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. თქვენ ვერ ნახავთ მსოფლიოს მეტ-ნაკლებად დემოკრატიულ ქვეყანას, სადაც ინსტიტუციური ავტონომია ასე ესმით, რომ უნივერსიტეტს ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე მას დაჩეხავენ“, – განაცხადა ილიაუნის რექტორმა „იმედის“ ეთერში.
0
0