
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკომისარს გაფართოებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ოლივერ ვარჰეის შეხვდა. როგორც უწყება გავრცელებულ განცხადებაში წერს, დარჩიაშვილმა ევროკომისიას მადლობა გადაუხადა დღენვადელი გადაწყვეტილებისთვის.
"მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკომისიას გაფართოების შესახებ ანგარიშისა და დღევანდელი გადაწყვეტილებისთვის, რომელიც ისტორიული და გარდამტეხია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.
ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა ევროკომისიის გუნდის მხარდაჭერას იმ პროგრესისთვის რასაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე, განსაკუთრებით კი 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ მიღწია.
მხარეებმა გამოხატეს მზაობა მომავალშიც მჭიდროდ ითანამშრომლონ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით, მინისტრმა ევროკომისარს დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მზაობა განაგრძოს ძალისხმევა და წლის ბოლოს საქართველომ კიდევ ერთი გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ოფიციალურად გახდეს ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყანა", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
0
0
გიორგი ჩიკვაიძემ სრული შიმშილობა დაიწყო
10/05/2025