10/11/2024
15:25
მსოფლიო
აზერბაიჯანი და სომხეთი ახლოს არიან სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე საბოლოო შეთანხმებასთან, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.
ალიევის თქმით, სომხეთს კვლავ აქვს ტერიტორიული პრეტენზიები აზერბაიჯანის მიმართ კონსტიტუციური საფუძვლით და სომხეთის მიერ დოკუმენტის ტექსტის წინადადებების მნიშვნელოვანმა დაგვიანებამ პროცესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები გაერო-ს კლიმატის კონფერენციის დასრულების შემდეგ განახლდება.
თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ბერლინი მხარს უჭერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობისა და მეგობრულ-მეზობლური ურთიერთობების დამყარებას და მოუწოდა მხარეებს ამ კუთხით თამამი ნაბიჯების გადადგმისკენ.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024