
1918 წელს მოპოვებულმა დამოუკიდებლობამ მხოლოდ ორი წელი გასტანა, მაშინ მისი შენარჩუნება ვერ შევძელით, ის წაგვართვეს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა შუშის რეგიონში ვიზიტის დროს განაცხადა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის დიდებული გამარჯვების შემდეგ, 28 მაისს – დამოუკიდებლობის დღეს გათავისუფლებულ მიწებზე აღნიშნავს და ეს უკვე ტრადიციად იქცა.
„მჯერა, რომ ეს ყველაზე სწორი არჩევანია. ეს დამოუკიდებლობის დღე ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. 2020 და 2023 წლები ჩვენი დიდებული გამარჯვებაა და ჩვენ სამუდამოდ ვიამაყებთ ამ გამარჯვებით. დღეს აზერბაიჯანის მიწის ყოველი გოჯი ჩვენი კონტროლის ქვეშაა. აზერბაიჯანის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა სრულად აღდგა. მიღწეული მშვიდობა ჩვენი პირობებით იყო დამყარებული. ახლა მსოფლიოში დაახლოებით 200 დამოუკიდებელი ქვეყანაა, თუმცა, არ შეიძლება ითქვას, რომ თითოეული მათგანი ნამდვილად დამოუკიდებელია. ჩვენ, სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით, დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, რადგან ჩვენ თვითონ ვწყვეტთ ჩვენს ბედს, ჩვენ ვატარებთ ჩვენს პოლიტიკას ხალხის, სახელმწიფოს გულისთვის და ეროვნული ინტერესების დაცვის საფუძველზე, ვინმესთვის ყურების გარეშე”, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
0
0