29/12/2024
10:52
პოლიტიკა
იგივე ხალხი, ვინც 2018 წელს აპროტესტებდა სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას, დღეს იდგება ქუჩაში, ზუსტად იგივე ხალხი. უკვე კომედიად მეორდება ეს ისტორია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ინაუგურაციის პარალელურად მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ინაუგურაციას ყველა მნიშვნელოვანი პირი დაესწრება, რომელიც ოფიციალურ ღონისძიებას უნდა ესწრებოდეს.
“ამ ინაუგურაციის მონაწილე არის საარჩევნო კოლეგია, რომელმაც აირჩია პრეზიდენტი, გარდა ამისა, მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, ყველა ის პირი, ვინც მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ოფიციალურ ღონისძიებაზე იყოს.
თავდაცვის ძალების სამეთაურო კორპუსი არის წარმოდგენილი ამ ცერემონიაზე. აღლუმი არ იქნება.
იგივე ხალხი, ვინც 2018 წელს აპროტესტებდა სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას, დღეს იდგება ქუჩაში, ზუსტად იგივე ხალხი. უკვე კომედიად მეორდება ეს ისტორია. იგივე სახეები, ვინც აპროტესტებდა ქალბატონი სალომეს ზურაბიშვილის ინაუგურაციას, გახსოვთ, თელავის მისადგომებში როგორ ცდილობდნენ, რომ ჩაეშალათ ღონისძიება, ზუსტად იგივე ხალხი დღეს აპროტესტებს ინაუგურაციას. ისტორიიდან ვერაფერს სწავლობენ, მაგრამ ისტორია მათ შესაბამის გაკვეთილს ასწავლის”, - განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0