
იემენელმა ჰუსიტებმა, ამბოხებულთა მოძრაობა „ანსარ ალაჰის“ წევრებმა, თელ-ავივში ბენ-გურიონის საერთაშორისო აეროპორტზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ამბოხებულების მიერ ჩამოყალიბებული შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, იაჰია სარიამ განაცხადა.
"იემენის სარაკეტო ძალებმა მაღალი ხარისხის სამხედრო ოპერაცია განახორციელეს, ჯაფას (თელ-ავივი) ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბენ-გურიონის აეროპორტს ზულფიკარის ბალისტიკური რაკეტის გამოყენებით შეუტიეს. ოპერაციამ თავის მიზანს მიაღწია“, - განაცხადა მოძრაობის წარმომადგენელმა ჰუსიტების საკუთრებაში არსებული ტელეარხ „ალ მასირას“ ეთერში.
ხუთშაბათს, ისრაელის არმიამ იემენიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტის ჩამოგდების შესახებ განაცხადა. სარიამ განაცხადა, რომ „ისრაელის 300-ზე მეტ ქალაქსა და დაბაში საჰაერო თავდასხმის სირენები გაისმა. მისი თქმით, თავდასხმის შედეგად ბენ-გურიონის აეროპორტი დაიხურა.
0
0