გაეროს დახმარებისა და სამუშაოების სააგენტოს (UNRWA) ხელმძღვანელის, ფილიპე ლაცარინის განცხადებით, „რადგან ღაზაში ომი უწყვეტად მიმდინარეობს და, იმავდროულად, გაეროს საერთაშორისო სასამართლო პალესტინელებისთვის მეტი ჰუმანიტარული დახმარებისკენ მოგვიწოდებს, გაეროს დახმარებისა და სამუშაოების სააგენტო უნდა გაძლიერდეს და არა დასუსტდეს.“
ლაცარინიმ დასძინა, რომ, თუ დაფინანსება შეჩერდება, "ჩვენ იძულებულნი ვიქნებით, თებერვლის ბოლომდე მუშაობა შევწყვიტოთ არა მხოლოდ ღაზაში, არამედ მთელ რეგიონში".
,,შეჩერებული დაფინანსების შემდეგ, ღაზაში მცხოვრები 2 მილიონზე მეტი ადამიანის კოლოსალური ჰუმანიტარული საჭიროებების უზრუნველყოფა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას,“ - აღნიშნა ლაცარინიმ.
როგორც ცნობილია, ისრაელმა გაეროს დახმარებისა და სამუშაოების სააგენტოს 12 თანამშრომელი ,,ჰამასთან“ კავშირის ქონასა და 7 ოქტომბერს განხორციელებულ თავდასხმებში მონაწილეობის მიღებაში დაადანაშაულა. ამ ბრალდებების შემდეგ, 16-მა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა, გაეროს დახმარებისა და სამუშაოების სააგენტოს 440 მილიონი დოლარით დაფინანსება შეუჩერა.
0
0