22/06/2022
12:59
საზოგადოება
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის “ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ჟურნალმა” მაღალი სამეცნიერო ინდექსი -Impact Factor Value of 2.357, მოიპოვა.
მაღალი სამეცნიერო ინდექსი უნივერსიტეტის ჟურნალს ISI (International Scientific Indexing)-მ მიანიჭა, რომელიც მსგავს ინდექსს მნიშვნელოვან საერთაშორისო ჟურნალებსა და საკონფერენციო კრებულებს ანიჭებს.
“Journal in Humanities”-ის რედაქტორის, სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფ. დოქტ. თამარ შიოშვილის შეფასებით, ეს ჟურნალის დიდი წარმატებაა, რაც მის მაღალ სამეცნიერო ხარისხზე მიუთითებს. “ISI-ს მიზანია გააუმჯობესოს ცნობადობა და ღია წვდომა სამეცნიერო ჟურნალებზე და გაზარდოს მათი მნიშვნელობა. ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ გაიზრდება ჩვენი ჟურნალის ცნობადობა და ხელმისაწვდომობა.“- განაცხადა თამარ შიოშვილმა.
ინგლისურენოვანი სამეცნიერო ჟურნალი Journal in Humanities შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2012 წლიდან, წელიწადში ორჯერ გამოიცემა. ჟურნალში სტატიებს ბეჭდავენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მეცნიერები.
0
0