17/06/2023
11:49
მსოფლიო
იაპონიის პარლამენტის ზედა პალატამ ერთხმად დაამტკიცა სექსუალურ დანაშაულებათა შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი.
იაპონიის პარლამენტის ზედა პალატის მიერ ერთხმად მიღებული კანონპროექტის თანახმად, სქესობრივ ურთიერთობაზე თანხმობის ასაკი 16 წლამდე გაიზარდა.
ძველი, ჯერ კიდევ 1907 წელს მიღებული კანონით ითვლებოდა, რომ 13 წლის ასაკის ბავშვებს შეეძლოთ სქესობრივ ურთიერთობაზე თანხმობის მიცემა.
13 წლიდან 15 წლამდე ასაკის პირთან სქესობრივი ურთიერთობა არ დაისჯება იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულსა და მსხვერპლს შორის ასაკში სხვაობა 5 წელზე მეტი არაა.
ახალი კანონპროექტი აზუსტებს, რომ სისხლის სამართლის საქმე გაუპატიურების ფაქტზე შეიძლება აღიძრას იმ შემთხვევაში, თუ მსხვერპლი ალკოჰოლის ან ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა ან ბრალდებული თავის სოციალურ სტატუსს იყენებდა.
16 წლამდე ასაკის ბავშვთან სექსუალური ურთიერთობის დამყარების მიზნით მისი დაშინება, ცდუნება ან ფულის შეთავაზება 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან 500 000 იენის (3500 დოლარი) ოდენობით ჯარიმით შეიძლება დაისაჯოს.
სექსუალურ დანაშაულზე ხანდაზმულობის ასაკი - იმ შემთხვევაში, თუ მსხვერპლი არასრულწლოვანი იყო - იზრდება იმდენი წლით, რამდენიც მას სრულწლოვანებამდე აკლდა.
ახალი კანონი კრძალავს სხეულის სექსუალური ნაწილების, ადამიანების მიერ ტანსაცმლის ქვეშ მორგებული საცვლების ფარულ გადაღებას და უხამს ქმედებებს „საპატიო მიზეზის" გარეშე.
ცნობისთვის, სქესობრივ ურთიერთობაზე თანხმობის მიცემა საფრანგეთში 15 წლის ბავშვებს შეუძლიათ, გერმანიასა და ჩინეთში კი 14 წლის ბავშვებს.
0
0