
ტოკიოში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ ლეჟავასა და მის მძღოლს თავს დაესხნენ, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
მათი ცნობით, თავდასხმა ტოკიოში, საქართველოს საელჩოსთან ახლოს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ელჩი საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მის წინ მიმავალმა მანქანამ გააჩერა, მანქანიდან კაცი გადმოვიდა და ელჩის ავტომობილის მისამართით დაიწყო ყვირილი. მოგვიანებით კი მანქანასთან მიიჭრა და იქიდან მძღოლისა და ელჩის გადმოყვანა სცადა.
როგორც მოგვიანებით თემურ ლეჟავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, მან არ იცის თავდასხმა მიზანმიმართული იყო თუ არა, თუმცა აღნიშნა, რომ ძალადობა არცერთ შემთხვევაში არ არის მისაღები.
ინციდენტის შედეგად არც საქართველოს ელჩი და არც მისი მძღოლი არ დაშავებულან.
მომხდარს ადგილობრივი პოლიცია იძიებს.
0
0
17 ოქტომბერს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
15/10/2025