
საქართველოს ხელისუფლებამ, ზუსტად ამ მოქმედმა ხელისუფლებამ იშრომა იმისთვის, რომ სხვადასხვა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებით სიმართლე გარკვეულიყო, როგორც 2008 წლის ომისა, ისე რა თქმა უნდა 90-იანი წლებიდან მოყოლებული. ჩვენ თუ არ გავაანალიზეთ ჩვენი წარსული, თუ არ შევხედეთ რა გამოიარა ჩვენმა საზოგადოებამ, ვგულისხმობ ჩვენს ერთიან საზოგადოებას, აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. ეს არ არის ცალმხრივი პროცესი, ეს არის პროცესი, რომელიც ყველამ უნდა გაიაროს იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ გავიხედოთ წინ და საზოგადოება გავამთლიანოთ, რომელიც უზრუნველყოფს კიდევ უფრო დიდი ნაბიჯებით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, იანვრის მონაცემებით ეკონომიკურ ზრდა 11.1%-ია და საქართველო ამ მხრივ ლიდერია ევროპაში, „იმ ევროპაში, რომ გვაკრიტიკებენ დღეს და ცდილობენ ძირი გამოუთხარონ და ეკონომიკური ზიანი მიაყენონ ქართულ სახელმწიფოს“.
„ამას აკეთებენ მათი დაფინანსებული „ენჯეოები“, ესტონური იქნება, თუ სხვა წარმომავლობის „ენჯეოები“ საქართველოში და მათი დაფინანსებული პარტიები. ამას აკეთებენ ყოველდღე, რომ რამენაირად დააზიანონ ჩვენი ეკონომიკური ზრდა.
ლორა თორნტონის, ქალბატონი სალომეს დამსაქმებლის სცენარი, რომელიც მან სულ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა და თქვა, რომ ვინაიდან ძალა არ გამოვიდა და შტურმით ვერ დაამხეთ ხელისუფლება, შეეცადეთ ახლა, რომ ეკონომიკას მიაყენოთ ზიანი. ეს ადამიანი, ამერიკის მოქალაქეობის მქონე, პირდაპირ წერს, რომ მოდით დავაზიანოთ ქართველი ადამიანის ცხოვრება, დავაზიანოთ საქართველოს მოქალაქეების ყოფა. ამ სცენარს წერს და ესტონური „ენჯეოები“ და პარტიები დგანან და ამას უწონებენ.
რა არის ეს თუ არა 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეობა?! სხვა რამე კი არ ხდებოდა 100 წლის წინ. მაშინაც გვარით ქართველი სერგო ორჯონიკიძე შემოუძღვა მე-11 არმიას. დღესაც გვარით ქართველები და რეგისტრაციით ესტონეთში მყოფები, სანქციებს მოუძღვნიან საქართველოს წინააღმდეგ, 21-ე საუკუნეში ნაცვლად ტანკებისა და ახლა უძღვებიან სანქციებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომ დააზიანონ ქართველ ხალხი. დღეს ყველაფერი ხდება ჩვენს თვალწინ და რჩება არქივში“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
0
0