ჰუსიტების სახელით ცნობილი მოძრაობა „ანსარ ალაჰი“ ადენის ყურეში ბრიტანულ ნავთობტანკერ Marlin Luanda-ზე იერიშის შესახებ იტყობინება. ამის შესახებ BBC წერს.
ამერიკელი სამხედროების ცნობით, იერიში გემსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტით განხორციელდა. იერიშის შედეგად ეკიპაჟის წევრებიდან არავინ დაშავებულა. გემის ოპერატორი კომპანიის, Trafigura-ს ცნობით, გემის ერთ-ერთ სატვირთო განყოფილებაში ხანძარი განჩდა.
მოგვიანებით აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დარტყმა განახორციელა ჰუსიტების გემსაწინააღმდეგო რაკეტაზე, რომელიც გასაშვებად იყო გამზადებული.
12 იანვრიდან მოყოლებული აშშ და დიდი ბრიტანეთი საჰაერო დარტყმებს ახორციელებენ იემენში ჰუსიტების სამიზნეებზე. აშშ-მა მოძრაობა „ანსარ ალაჰი“, ცნობილი იემენელი ჰუსიტების სახელით, ტერორისტთა გლობალურ სიაში ხელახლა შეიყვანა.
0
0