15/09/2022
15:21
პოლიტიკა
დიახ, ბევრი უ - შეგვესაბამება. მოდი, თქვენთვის შესაბამისი ასოს შერჩევა ამომრჩეველს მივანდოთ. ამაზეც პლებისციტის ჩატარებაზე იფიქრე ვადამდელ არჩევნებთან ერთად, რომ უ-ვადოდ მოგიშოროთ, - ასე პასუხობს„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ ყველაფერი, რაც უ-ზე იწყება, ნიკა მელიას და მის პოლიტიკურ პარტიას მიესადაგება.
„კობახიძე ბრძანებს, რომ უსამშობლოს ჩვენ გვეძახდნენ და ჩვენ მათი ტერმინი შევუტრიალეთ.
კობახიძე ვერ ჩამოყალიბებულა - მე კაცის კაცი ვარ თუ მძულს და ვერ ვიტან მიხეილ სააკაშვილს.
ჰოდა, არაკაცის არაკაცო! უ-საშველოდ დიდია ჩვენი მორალური უ-პირატესობა და მზად ვართ უ-ნაკლოდ და უ-პატიოსნესად შევასრულოთ ქართველი ხალხის დავალება და უ-სწრაფესად და უ-ეფექტურესად მოგაშოროთ ქვეყნის მართვას.
დიახ, ბევრი უ - შეგვესაბამება. მოდი, თქვენთვის შესაბამისი ასოს შერჩევა ამომრჩეველს მივანდოთ. ამაზეც პლებისციტის ჩატარებაზე იფიქრე ვადამდელ არჩევნებთან ერთად, რომ უ-ვადოდ მოგიშოროთ”, - წერს ნიკა მელია.
შეგახსენებთ, დღეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მელიამ მას უსამშობლო უწოდა. კობახიძის განცხადებით, ნიკა მელია არის „კაცის კაცი და არა პარტიის ლიდერი, არამედ ფორმალური თავმჯდომარე“.
0
0