01/12/2023
08:48
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დაადასტურეს, რომ ჰამასმა წითელ ჯვარს დამატებით ექვსი ისრაელელი მძევალი გადასცა. ისინი ახლა ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფებიან.
"წითელი ჯვრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ექვსი ისრაელელი მძევალი მიიღეს". – წერია IDF-ის გავრცელებულ განცხადებაში.
ისინი ჰატზერიმის საჰაერო ბაზაში გადაჰყავთ, რათა ჯანმრთელობა შეუმოწმონ. მოგვიანებით, მათ საავადმყოფოებში გადაიყვანენ, სადაც თავიანთ ოჯახებს შეხვდებიან.
24 ნოემბერს ისრაელის დროით დილის 7 საათზე ღაზის სექტორში დროებითი ჰუმანიტარული ზავი დაიწყო. შეთანხმების მიხედვით, ტყვეთა გათავისუფლების პირველ ეტაპზე ჰამასმა სულ 50 მძევალი, მომდევნო 4 დღის განმავლობაში კი დანარჩენი მძევლები ეტაპობრივად გაათავისუფლა.
27 ნოემბერს ჰამასის ტერორისტულ ორგანიზაციის მხრიდან ორივე დღეს 10-10 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, დროებითი ზავი ორი დღით გახანგრძლივდა.
28 ნოემბერს ჰამასმა კიდევ 12 მძევალი გაათავისუფლა, მათ შორის 10 ისრაელელი და 2 ტაილანდის მოქალაქე.
29 ნოემბერს ჰამასმა პუტინისადმი "მადლიერების" ნიშნად რუსეთის 2 მოქალაქე გაათავისუფლა.
30 ნოემბერს ისრაელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ ჰამასსთან დადებული ზავი ამავე დღესაც გაგრძელდებოდა.
პარალელურად, კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ისრაელსა და ჰამასს შორის ზავის ერთდღიანი გახანგრძლივება და განაცხადა, რომ ეს მოხდებოდა იმავე პირობებით, როგორც წინა ექვს დღეს, როდესაც ჰამასმა გაათავისუფლა სულ მცირე 10 მძევალი, მინიმუმ 30 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ.
ამის შემდეგ ჰამასმა ორი მძევალი, 21 წლის მია სქემი და 40 წლის ამიტ სუსანა გაათავისუფლა.
0
0