
რუსული სამთავრობო მედიისთვის მიცემულ კომენტარში ჰამასის პოლიტბიუროს წევრმა და საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მუსა აბუ მარზუკმა თქვა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიიღეს მძევლად აყვანილი რუსების სია. მისი თქმით, ჰამასი ამ ადამიანებს ღაზაში ეძებს და მზადაა მათ გასათავისუფლებლად.
"საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით რუსეთის მხრიდან მივიღეთ იმ მოქალაქეების სია, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ. ჩვენ დიდი ყურადღებით ვუდგებით ამ სიას და გულდასმით დავამუშავებთ მას, რადგან ჩვენ ვუყურებთ რუსეთს, როგორც ჩვენს უახლოეს მეგობარს". - თქვა მარზუკმა РИА Новости-სთან.
მისი თქმით, რუსეთის მიერ გადაცემულ სიაში სულ რვა სახელია და ამ მძევლების პოვნის შემთხვევაში, მათი გათავისუფლებისთვის მზად არიან.
"რაც შეეხება სამოქალაქო პირებს, ვინც აიყვანეს და ახლა ღაზაში არიან, ჩვენ მათ ვექცევით ისე, როგორც სტუმრებს. ახლა ჩვენ ვეძებთ ამ ადამიანებს [...] რთულია, მაგრამ ვეძებთ. და როგორც კი ვიპოვით გავათავისუფლებთ. მიუხედავად დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე არსებული სირთულეებისა". - აღნიშნა მარზუკმა.
0
0