
ებრაელმა სამხედროებმა ღაზის სექტორში ოპერაციის დროს დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერი, მოჰამედ სინვარი მოკლეს. ინფორმაციას The Jerusalem Post-ი ისრაელის პრემიერ-მინისტრზე, ბენიამინ ნეთანიაჰუზე დაყრდნობით ავრცელებს.
ებრაული მედიის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა („ცაჰალმა“) ღაზაში მდებარე ერთ-ერთი ჰოსპიტლის ქვეშ განლაგებული გვირაბი დაბომბა, სადაც წინასწარი ინფორმაციით სინვარი იმყოფებოდა.
ოპერაცია 13 მაისს ჩატარდა, თუმცა ნეთანიაჰუმ „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობა ოფიციალურად დღეს დაადასტურა.
მანამდე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ ყველა გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ „ჰამასის“ ლიდერი მოკლულია.
მოჰამედ სინვარი „ჰამასის“ ლიდერი 2024 წლის ოქტომბრიდან იყო. მან ამ თანამდებობაზე მისი ძმა, იაჰია სინვარი ჩაანაცვლა, რომელიც აგრეთვე მოკლეს.
0
0